თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ნატო თურქეთის ადანას პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ნატო თურქეთის ადანას პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

ნატო თურქეთის ადანას პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილი სარაკეტო საფრთხის გამო Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ინჯირლიკის ავიაბაზაზე განთავსდება, სადაც ნატო-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები იმყოფებიან.

„ჩვენი საჰაერო სივრცისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ადანაში უკვე იქ არსებული ესპანური Patriot-ის სისტემის გარდა, კიდევ ერთი სისტემა განთავსდება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე ნატო-მ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში ქურეჯიქის სარადარო ბაზასთან ახლოს განათავსა.