უჩა ნანუაშვილი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

უჩა ნანუაშვილი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას. ის სასამართლოში 11:00 საათზე მივა.

თავდაპირველად უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სადაც მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვაზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.