კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

მთავრობის წარმომადგენლები კავკასიის მედიცინის ცენტრში იკრიბებიან, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება.

ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და სხვა სასულიერო პირები.