გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანში გაზის მიწოდება დროებით 5500 აბონენტს შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანში გაზის მიწოდება დროებით 5500 აბონენტს შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტის 10:00 საათიდან 16:00 სათამდე ისანში გაზის მიწოდება 5500 აბონენტს შეუწყდება.

კერძოდ, გაზის მოწოდება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლება - ანდღულაძის, არველაძის, ალ. ონიანის, ამირეჯიბის, ვაცეკის, აფანასიევის, გეზათის, ბუკისციხის, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მესხეთის, მათიაშვილის, რატილის, ნანეიშვილის, ნოე ხომერიკის, ხარაბაძის, გოჩა ყარყარაშვილის, წალენჯიხის, ტოლუნჯის, ხაჩატურიანის, ეკ.მელიქიშვილის, ნავთლუღის დასახლების, ზანდუკელის, ელ. ორბელიანის, ზ. ბეგიაშვილის, ირაკლი ტატიშვილის, მთისძირის, ყვარლის, უშაკოვის, I II გუჯარეთის, I,II, III, IV, V მელაანის, რომან გვენცაძის, საბარგოს დასახლების, საბანაკოს დასახლების, რაჟდენ არსენიძის, ვანდერ დაისელის, მესხეთის, კაკაბეთის, ბაქრაძის, მელაანის შ. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ - აბულის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს და სხვა.

კომპანიის „თბილისი ენერჯის“ განმარტებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 18 მარტს, 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე.

„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

ცხელი ხაზი: +995 32 2404004

სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია ინფორმაციაში.