ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ბნეი-ბრაკში, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა, სავარაუდოდ, კასეტური ბომბით მოხდა, რის შედეგადაც 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ქალაქ რამათ-განში კი 70 წლამდე ასაკის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.