მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს, მეტე ფრედერიკსენს და იენს-ფრედერიკ ნილსენს შეხვდა.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

დანიის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარე იენს-ფრედერიკ ნილსენთან კონსტრუქციული საუბარი შედგა. მუშაობა გაგრძელდება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფში, შეთანხმების შესაბამისად“, - წერს ფრედერიკსენი.