რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა კორაბელნის რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც, 8 ქალი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულთაგან ორი მათგანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულებს თავის ტრავმები და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ.