რუსული მედია - ვლადიმერ პუტინი კრემლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

რუსული მედია - ვლადიმერ პუტინი კრემლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი კრემლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში აბუ-დაბის როლი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა.

ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გასულ შაბათ-კვირას აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, უკრაინის კრიზისის კონტექსტში ემირატების ძალისხმევა აღვნიშნო, მისი წვლილი ტყვეების გაცვლისა და სხვადასხვა ფორმატის კონტაქტების ორგანიზებაში“, - აღნიშნა პუტინმა