მარია ზახაროვა - აშშ-თან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი აღინიშნება

მარია ზახაროვა - აშშ-თან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი აღინიშნება

აშშ-თან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი აღინიშნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვას განცხადებით, პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში, ვგულისხმობ აშშ-თან მოლაპარაკებების პროცესს, ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი აღინიშნება“, - აღნიშნა ზახაროვა.