დიმიტრი პესკოვი - ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის

დიმიტრი პესკოვი - ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის

ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დღეს საღამოს საერთაშორისო სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი, თუმცა ეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არ იქნება.

„ეს დღეს არ შედგება. ამ ეტაპზე ეს დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს საშობაო მილოცვა უკვე გაუგზავნა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპს შობა უკვე მიულოცა და მას მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.