რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ვიქტორ ორბანს შეხვდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ვიქტორ ორბანს შეხვდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ვიქტორ ორბანს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დოლმაბაჰჩეს სასახლეში უმასპინძლა.

ორბანის თქმით, ერდოღანმა გარანტია მისცა, რომ თურქეთის გავლით უნგრეთში რუსული გაზის მიწოდება გაგრძელდება.

„დღეს შევთანხმდით, რომ თურქეთი რუსული გაზის უნგრეთში ტრანზიტს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ორბანმა.