შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრიუსელი „თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება Politico-ს მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე.

„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ორმხრივ შეხვედრებზე.