უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

შტაბის ცნობით, ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოები ყველა საჭირო ექსპერტიზას ჩაატარებენ.