თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.