7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ ცეცხლაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ ცეცხლაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

საპროტესტო აქციაზე დაკავებულის, მსჯავრდადებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

7-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ცეცხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ზურაბ ცეცხლაძეს შსს ცეცხლაძეს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.