მარკო რუბიო ისრაელს ეწვევა

მარკო რუბიო ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელს ეწვევა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ხვალ, ორდღიანი ვიზიტით ჩავა.

ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელელ ოფიციალურ პირებთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წარმატებით განხორციელების საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, ისრაელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გუშინ ჩავიდა. ჯეი დი ვენსი დღეს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.