პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

პარლამენტთან საპროტესტო აქციები 320 დღეა მიმდინარეობს.