სენატორი როჯერ უიკერი - მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები და თავისუფლება აირჩია

სენატორი როჯერ უიკერი - მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები და თავისუფლება აირჩია

მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები მათ საარჩევნო სისტემაზე და თავისუფლება აირჩია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ქვეყნის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ წარმართვას“, - აცხადებს სენატორი უიკერი.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.99 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.