თბილისის ზღვაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესიუსს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”