ზესტაფონში, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

ზესტაფონში, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილ პირს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ბრალდებული კი შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.