რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ექვს ოლქში 71 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ექვს ოლქში 71 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ექვს ოლქში 71 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათი უმეტესობა - 49 დრონი - კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.

ამასთან, ორიოლსა და რიაზანში შვიდ-შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბრიანსკში - ოთხი, ვლადიმირის ოლქში - სამი და ტულაში - ერთი.