უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 55 დრონით შეუტიეს

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 55 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 55 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 32 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 8 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნიპროში 14 ადამიანი დაშავდა.