ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, ჰელსინკის კომისიას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ეუთო/ოდირს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში გადამწყვეტია. ჩვენ გვჭირდება მკაფიო და ურყევი ხმები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალი არჩევნებისკენ მიმავალ გზას“, - წერს ზურაბიშვილი.