This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდება, დაკავებული ახალგაზრდები ციხიდან გაათავისუფლოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხვალ, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.
„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე.
გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. გამარჯვება ხალხშია - ძალა ერთობაშია!”,- აცხადებენ ისინი.