This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თიანეთის რაიონის, დუშეთის რაიონისა და თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე რაიონს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ომარაულები და ბოჭორმა; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში თანიანთკარი, კობიაანთკარი, კარიაულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათწყაროში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში გლდანში და მამკოდაში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.