საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პაატა ბურჭულაძე - დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს
-188 წუთის წინ
09.04.2025 / 00:32

პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და,

1234567891011121314151617181920212223
1234567
პროფილი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი რუხაძე - მოსამართლეების დასანქცირება განაცხადია, რომ ჩვენთან თავისუფალი სასამართლო არ არსებობს - აშშ-ს მოთხოვნა კი, როგორც ჩანს, იქნება დაპატიმრებულების გათავისუფლება და „დემოკრატიული მანდატის მოპოვება“, რისი საშუალებაც ახალი არჩევნებია

ძალიან კარგია, რომ მურუსიძემ და ჩინჩალაძემ სანქციები იგრძნეს საკუთარ ტყავზე, მათ საბანკო ანგარიშები დაებლოკათ. ალბათ, კუსტარულ მაიმუნობას მოიფიქრებენ და როგორღაც მურუსიძე ხელფასს აიღებს. ის ევროპაში ვერ წავა, ვერც - ბრიტანეთში, ვერც - ამერიკაში, ივლის თავის სოფელში, მისი ცხოვრება ეს იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეებისთვის - მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ლევან მურუსიძისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც რუხაძემ აღნიშნა, მოსამართლეების დასანქცირება არის განაცხადი, რომ საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს.

„დასანქცირებული მოსამართლე ამას ნიშნავს. რატომ მურუსიძე და ჩინჩალაძე? მათზე დგას სასამართლო კლანი. ეს არის პირდაპირი შეტევა იმაზე, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, კორუმპირებულია და არა მაინც და მაინც იმ გაგებით, რომ ფულს იღებენ, კორუფციას ფართო გაგება აქვს, ვიდრე ფინანსური სარგებლის მიღება. როდესაც შენ ხელისუფლება გეუბნება, ამა და ამ ადგილას ესა და ეს ადამიანი უნდა დანიშნოო და ნიშნავ, ამაში ფულს იღებ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს უკვე კორუფციაა. შესაბამისად, დროული გადაწყვეტილება იყო, ძალიან კარგი, რომ მურუსიძემ და ჩინჩალაძემ ეს იგრძნეს საკუთარ ტყავზე, მათ საბანკო ანგარიშები დაებლოკათ.

რა თქმა უნდა, დასანქცირებული პირები რაღაც გამოსავალს მოძებნიან, სანქცირება იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ფუნქციონირება შეწყვიტოს, საერთოდ, ადამიანის ბუნება ასეთია, როცა რაღაც კარი იკეტება, ის ცდილობს, სხვა კარი გააღოს, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, მურუსიძეს „ქეშად“ მიუტანენ ფულს, თუ სავალუტო პუნქტში ჩაურიცხავენ, იქ მივა და გამოიტანს - ალბათ, კუსტარულ მაიმუნობას მოიფიქრებენ და როგორღაც მურუსიძე ხელფასს აიღებს. ბუნებრივია, აქ ხელფასს არ დაემუქრება საფრთხე, მაგრამ მას ხომ ფულის გადარიცხვა დასჭირდება? საბანკო სისტემას ის ვეღარ გამოიყენებს, თან არ დაგვავიწყდეს, საქართველოს საბანკო სისტემაში ოპერაციების 80% ორ ბრიტანულ ბანკზე გადის. რა თქმა უნდა, ყველა დასანქცირებული პირი რაღაც გამოსავალს იპოვის. მურუსიძე ევროპაში ვერ წავა, ვერც - ბრიტანეთში, ვერც - ამერიკაში, ივლის თავის სოფელში, მისი ცხოვრება ეს იქნება“, - განაცხადა რუხაძემ.

მან გადაცემაში, ასევე, სხვა აქტუალურ თემებზეც ისაუბრა. ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უწოდებს.

„ივანიშვილის რეჟიმი არის არადემოკრატიული რეჟიმი. სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ასე არ ხდება, ანუ ივანიშვილის რეჟიმს დემოკრატიული მანდატი არ აქვს. ანუ როგორ ხდება? არა მოწინააღმდეგეების, პოლიტიკური ოპონენტების და თავისუფალი სიტყვის ჩახშობით, არამედ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილების გათვალისწინებით. ასევე, განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ კომუნიკაცია შედგა, შესაბამისად, ამერიკულმა მხარემ ივანიშვილის რეჟიმს თავისი მოთხოვნები წაუყენა და დასაწყისშივე წერია, რომ ამერიკამ გააცნო ის მოთხოვნები, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას თუ გაუმჯობესებას სჭირდება. ეს არ არის განსაკუთრებულად მკაცრი განცხადება, მაგრამ კონტურები გამოკვეთილია. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიას, დემოკრატიის პატივისცემას ითხოვს, ასევე, ითხოვს, შეწყდეს ადამიანების დაჭერა არაფრის გამო, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები, თუ რუსთაველზე მდგარი ადამიანები. არა პირდაპირ, მაგრამ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამერიკული მოთხოვნა იქნება დაპატიმრებულების გათავისუფლება და ამერიკული მოთხოვნა იქნება დემოკრატიული მანდატის მოპოვება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ამის მოპოვების ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია.

დღევანდელი მოცემულობით, [ხელისუფლება] ამას არ აპირებს, ფაქტია, ჩვენ რეპრესიების ახალ ტალღას, დრაკონული კანონების ახალ ნუსხას ვხედავთ. ე.წ. პრეზიდენტმა ახალ „რუსულ კანონს“, რომელიც ყველა ჩვენგანს შეგვეხება, მათ შორის, ფიზიკურ პირებს და კომერციულ ორგანიზაციებს, ხელი უკვე მოაწერა...

„დიფ სთეითის“ დამარცხება-არ დამარცხება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ტვინის გამორეცხვის პროცესია. თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რამე ისეთს გააკეთებს, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, იტყვიან, ყოჩაღ, „დიფ სთეითს“, ომის პარტიას შეეწინააღმდეგაო. თუ პირიქით მოხდება და რამე ისეთს იტყვიან, ან გააკეთებენ, რაც ივანიშვილის რეჟიმისთვის ცუდია, იტყვიან, აი, ეგეც ცუდი ყოფილა და „დიფ სთეითის“ ნაწილი ყოფილაო, ეს მარტივი პროპაგანდაა და ტვინის გამორეცხვას ემსახურება ძირითადად, ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა რუხაძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ