საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Indigo journalist reportedly arrested
-3 minutes ago
06.04.2025 / 16:44

Reports say a joirnalist of Indigo, Saba Sordia has been arrested.

1234567891011121314151617
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
57
Profile
Other news for today
თინა ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძის საქმეზე - ჯალათი წულუკიანის დაკვეთით უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი - როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს

ჯალათი წულუკიანის დაკვეთით უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი. ამას ველი ყველასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა რომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მისივე თქმით, ფინანსური ტერორით და სხვა ტიპის რეპრესიებით ვერ გააჩერებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს და თავისუფლებისთვის მებრძოლს ხალხს.

„ჯალათი წულუკიანის დაკვეთით, უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი. ამას ველი ყველასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს.

ფინანსური ტერორი, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების წინააღმდეგ ჯარიმების მიღებით ჰგონიათ მიაღწევენ საწადელს, ეს არის ადამიანების დაშინება. ფინანსური ტერორით და სხვა ტიპის რეპრესიებით, თუნდაც პატიმრობით ვერ გააჩერებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს, ვერც თავისუფლებისთვის მებრძოლს ხალხს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, „მოლოდინი აქვს, რომ მისი სახელიც გაიჟღერებს ჯალათი წულუკიანის კომისიაში მოსაწვევთა რიგებში“.

„მეც მექნება ის პასუხი, რაც აქვთ ჩემს კოლეგებს. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ღალატის კომისიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით, ქართული ჯარის გასამართლებას, ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილებების რევიზირებას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2025
კომპანია „ჩირინა“ განცხადებას ავრცელებს
კოლიერსი საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა