საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ნიკა გვარამია - ვუახლოვდებით პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ
09.04.2025 / 01:38
09.04.2025 / 01:38

ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ბექა ლილუაშვილი - არ გვაინტერესებს შემსრულებლები, რომლებიც ღამის 04:00 საათზე კვერცხებით დარბიან, საინტერესოა რეჟიმის პატრონი, რომელიც აუცილებლად დაკარგავს ფულს და ძალაუფლებას - ივანიშვილი ისტერიულ შიშშია

გიორგი გახარიას და ჩვენს გუნდს არ გვაინტერესებს რიგითი შემსრულებლები, რომლებიც ღამის 04:00 საათზე, კვერცხებით დარბიან. ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა დამკვეთი, ამ რეჟიმის პატრონი, რომელიც მისთვის ორ მნიშვნელოვან რამეს აუცილებლად დაკარგავს - ეს არის ფული და ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„გახარიას რეაქციასაც დააკვირდებოდით ვიდეოში, მას და ჩვენს გუნდს არ გვაინტერესებს რიგითი შემსრულებლები, რომლებიც ღამის 04:00 საათზე, კვერცხებით დარბიან - ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესოა დამკვეთი, ამ რეჟიმის პატრონი, რომელიც მისთვის ორ მნიშვნელოვან რამეს აუცილებლად დაკარგავს - ეს არის ფული და ძალაუფლება.

ორმაგი სტანდარტია, როდესაც ე.წ. კვალიფიციური იურისტი [მამუკა მდინარაძე] რაღაც საკითხზე ერთს ამბობს და სხვა საკითხზე იმავეს არ ამბობს, როდესაც გარემოებები ერთი და იგივეა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტი არის ბათუმში განხორციელებული თავდასხმის გაგრძელება.

მისივე მოსაზრებით, მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რეაგირება არ ექნებათ.

„მორეაგირე უწყება და მორეაგირე უწყების წარმომადგენელი დღევანდელი დღის ფაქტზე რეაგირებას ადგილზე მოახდენდა, ან აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან მიმდებარე ტერიტორიის მიღმა, არც ერთს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვსაუბრობთ უწყებაზე, რომელმაც ყველა მტკიცებულება მძევლად აიყვანა [ვსაუბრობ ბათუმის ინციდენტზე]. დღევანდელი შემთხვევა იყო გახარიას წინააღმდეგ ჩასაფრებით ბათუმში განხორციელებული თავდასხმის გაგრძელება.

საქართველოში არავის არ აქვს ინფორმაცია არავისზე გადაადგილების, დროის, საათის შესახებ თუ ამაში ჩარეული არ არიან შესაბამისი სამსახურები, თუ ეს არ ეფუძნება ოპერატიულ ინფორმაციას. ის, რომ დღეს ვიღაც დეპუტატები გამოვიდნენ და თქვეს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ეს არის სამარცხვინო ტყუილი. გვესაუბრება ხალხი, გვესაუბრება ივანიშვილის კანტორა - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბათუმის ინციდენტზე ვნახეთ რა „რეაგირება“ მოახდინა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებითაც არანაირი შედეგი არ დადგება. ამ თავდასხმების დამკვეთია ჩვენთვის მნიშვნელოვანი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როგორც ჩანს, ის ისტერიულ შიშია. რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი მთავრობა, არამდე სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრზე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმები არის გზავნილი იმისა, რომ „რიგითი მოქალაქეები რეჟიმს ვერ შეცვლიან“.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტი, რომლის შიდა და გარე პერიმეტრზე მუდმივად არის პოლიცია. ადამიანებთან, ვინც შეესწრო ინციდენტს, მქონდა კომუნიკაცია და ამბობენ, რომ არცერთი რეაგირება არ მომხდარა. მათ ჰქონდათ ინსტრუქტაჟი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, რომ ქვეყანაში, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის დაცული, თქვენ რიგით მოქალაქეებს როგორ გაქვთ იმის იმედი, რომ ამ რეჟიმს შეცვლით? მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ არავის ეშინია!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ