სერგეი ნარიშკინი - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ

სერგეი ნარიშკინი - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ

CIA-ის დირექტორთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, თუ აშშ-ის მხრიდან ინტერესი იქნება, მაშინ მზად არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალ დირექტორს, ჯონ რატკლიფს შეხვდეს.

„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ნარიშკინმა.

ცნობისთვის, ჯონ რეტკლიფი აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 23 იანვარს, 74 ხმით 25-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.