აქტივისტი თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს

ბათუმში, აქტივისტი თემურ ქათამაძე დააკავეს.
თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს.
აქტივისტის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, თემურ ქათამაძე ბათუმში აქციაზე 11 იანვარსაც იყო დაკავებული.

























