საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

გიორგი გახარია - ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით
-110 წუთის წინ
16.04.2025 / 00:22

"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

1234567891011121314151617181920212223
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
თეონა აქუბარდია
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე - საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე - საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა..

მისი თქმით, ამ დონეზე საუბარი, მისასალმებელი და კარგია.

„ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იმარჯვებს რომელიმე მხარე, არ არის სწორი და რელევანტური. აქ მთავარი თემა არის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელ რეგიონში იქნეს შენარჩუნებული. ამაში ევროკავშირიც არის დაინტერესებული, საფრანგეთიც და მისი პრეზიდენტიც. რა საკვირველია, პირველყოვლისა საქართველოა დაინტერესებული. ამ თემებზე იყო საუბარი 1 საათი. ძალიან ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე. საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული.

მაგალითად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს, რომ არ შეჩერდეს დაპირისპირება, გადატრიალების მცდელობები, რბევა და ფიზიკური დაპირისპირება. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, რაც მისასალმებელი და კარგია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემასთან დაკავშირებით ვოლსკიმ განმარტა, რომ ამ საუბართან დაკავშირებული ყოველგვარი სპეკულაცია, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, უადგილო და არარელევანტურია.

“ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რაღაც ხავსს მოეჭიდონ. პარტიის ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც ვითარებასთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელია. პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც იღებს პოლიტიკური საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ივანიშვილია. რაც შეეხება რეალიზაციას და გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, შესანიშნავად მოქმედებს და ართმევს თავს ჩვენი მთავრობის ლიდერი. ასე რომ ამით სპეკულაცია აბსოლუტურად უადგილოა, მთავარია თემა, რაც საქართველოს, რეგიონის სტაბილურობას შეეხება. აქ ყოველგვარი საუბარი და სპეკულაცია რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, უადგილო და არარელევანტურია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე - ახალი ბიზნეს შესაძლებლობები პროექტში „სიმეტრია ჯიქია“