This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.
უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო - მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას”,-წერს რუტე.