საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?

ბიზნეს გარემო დღეს ისე სწრაფად იცვლება როგორც არასდროს, და არასწორად გადანაწილებული რესურსები შესაძლოა დიდი დანაკარგის საფუძველი გახდეს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა ვიცოდეთ ზუსტად რა რესურსებს ვფლობთ და როგორ შეგვიძლია მათი პოტენციალის მაქსიმიზაცია. სწორედ ამიტომ უძრავი ქონების შეფასების პროცესი აუცილებელია მიუკერძოებელმა ექსპერტმა ჩაატაროს. ექსპერტული დასკვნის საფუძველზე სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება ბევრად მარტივდება. საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში, პროფესიონალური შეფასება ინვესტორებისთვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. Colliers Georgia-ს ექსპერტულ საშემფასებლო სერვისებს უკვე 10 წელზე მეტია ენდობა როგორც მსხვილი კორპორაციები, ისე მცირე და საშუალო ბიზნესები.

პროფესიული შეფასების სერვისი ინვესტორისთვის უძრავი ქონების ჭეშმარიტი საბაზრო ღირებულების დადგენის ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. პროცესი საინვესტიციო პროექტის გამართულობაში დასარწმუნებლად ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. შეფასების საფუძველზე ინვესტორებს შეუძლიათ დაადგინონ ქონების იჯარით გაცემის პოტენციალი, მოსალოდნელი შემოსავლები და ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელი. პროფესიონალური შეფასება ამცირებს საინვესტიციო რისკებს და აუმჯობესებს პოტენციური ინვესტორის მოძებნის პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პროფესიონალური შემფასებლების მიერ გაცემულ დასკვნებს - უძრავი ქონების შეფასების სანდოობა პირდაპირ გავლენას ახდენს მათ მიერ გაცემული დაფინანსების პირობებზე.

უძრავი ქონების შეფასება კომპლექსური პროცესია, რომელშიც მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, რასაკვირველია, ლოკაცია: ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად ადგილმდებარეობა და საბაზრო ტენდენციები. ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე ობიექტები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, როგორც წესი, უფრო მეტად ფასობს, ვიდრე იდენტური მახასიათებლების მქონე ქონება გარეუბანში. ქონების მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ახალაშენებული ან კარგად შენარჩუნებული ობიექტები ხშირად უკეთეს საინვესტიციო შეთავაზებად განიხილება. საინვესტიციო უძრავი ქონების მიმზიდველობას ასევე განსაზღვრავს შემოსავლის გენერირების პოტენციალი - რაც უფრო მაღალია პოტენციალი, მით უფრო მაღალია მისი ღირებულებაც.

შეფასების პროცესში ტარდება მსგავსი ობიექტების გაყიდვების ანალიზიც, რომლის ფარგლებშიც შესაფასებელი ობიექტი ედრება საბაზრო ანალოგებს. ვალიდური შეფასებისთვის აუცილებელია რეგულაციებისა და ზონირების სპეციფიკის გათვალისწინებაც, რადგან ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქონების რა მხრივ იქნება ქონების განვითარება მომავალში შესაძლებელი.

Colliers Georgia-ს კონკურენტებისგან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ღრმა ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომა გამოარჩევს. კომპანია შეფასების პროცესში ეყრდნობა RICS და IVS საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს ხარისხსა და სანდოობას. ექსპერტები აწარმოებენ კომერციული, საცხოვრებელი და შერეული ტიპის უძრავი ქონების პროფესიონალურ შეფასებას. კომპანიის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ინსტიტუციურ, ისე კერძო ინვესტორებს.

უძრავი ქონების შეფასების პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ხდება ობიექტის ინსპექტირება და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა, რასაც მოსდევს ბაზრის კვლევა და მსგავსი ობიექტების გაყიდვებისა და გაქირავების მონაცემების ანალიზი. შემდეგ ეტაპზე ხდება ობიექტის შესაბამისი შეფასების მეთოდოლოგიის შერჩევა და მასზე დაყრდნობით უშუალოდ ექსპერტული შეფასების ჩატარება, ხოლო პროექტის ბოლო ფაზა ეთმობა დეტალური ანგარიშის მომზადებას.

სპეციალიზებული ქონების შეფასება განსაკუთრებულ გამოცდილებასა და მიდგომას მოითხოვს. Colliers Georgia-ს ექსპერტები მუშაობენ სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო, ინდუსტრიული და ენერგეტიკის ობიექტების შეფასებაზე (და არ მხოლოდ შეფასებაზე. აქ ხელმისაწვდომია საბროკერო სერვისი, კონსალტინგი და სხვა). თითოეული სექტორის შეფასება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს – მაგალითად, ჰოსპიტალიტი და ტურიზმის ობიექტების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სეზონურობას, მომსახურების ხარისხსა და დატვირთვის მაჩვენებლებს.

დღევანდელ მერყევ საბაზრო პირობებში სანდო და პროფესიონალური შეფასება უალტერნატივო რესურსია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას. Colliers Georgia გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საინვესტიციო მიზნების განხორციელებაში.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა