პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან იმყოფებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან იმყოფებიან

მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც ცოტა ხნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერდნენ, ფილარმონიასთან იმყოფებიან.

რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" დაიწყო, მსვლელობის მონაწილეები ცოტა ხნით სუს-ის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები. ამ დროისთვის ისინი ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან.

მოგვიანებით მსვლელობები გაერთიანდება, თუმცა შემდეგი ლოკაციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.