საბურთალოს ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

საბურთალოს ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. პირი, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.