გერმანიის საგარეო უწყება - 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით

გერმანიის საგარეო უწყება - 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით

2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით, - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

„ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს კვლავ მოაქვს ტერორი მთელს უკრაინაში. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა, სხვა ყველაფერთან ერთად, სამშობიარო გაანადგურეს და ხალხს სიცოცხლე წაართვეს.

2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით”, - ნათქვამია განცხადებაში.