საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Indigo journalist reportedly arrested
-3 minutes ago
06.04.2025 / 16:44

Reports say a joirnalist of Indigo, Saba Sordia has been arrested.

1234567891011121314151617
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
57
Profile
Other news for today
გია ხუხაშვილი - რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომ ლოიალობა დაგიფასოს, ეს მელას და ჩიტის შემთხვევაა: „ერთი ბარტყი გადმომიგდე“, გადაუგდებ და არ კმაყოფილდება - იმპერიის დიდი დანაშაულის  ისტორია უნდა იკერებოდეს და ეს ისტორია არ იკერება

ორი აზრი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს - უნდა მოვითხოვოთ შესაბამისი რეზოლუციების მიღება, იმპერიის დიდი დანაშაულის ისტორია უნდა იკერებოდეს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესო და საყურადღებოა აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების განწყობა რუსეთთან დაკავშირებით და იმ საფრთხეებზე, რასაც აფხაზეთის რუსეთში მთლიანად ინტეგრაცია ჰქვია.

„აფხაზეთი დიდი ხანია ანექსირებულია. ფაქტობრივად, რუსეთის საკუთრებაშია მთლიანად, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს ფაქტი პოლიტიკურად იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც საინტერესოა აფხაზეთში მიმდინარე პროცესის თვალსაზრისით - როგორია საზოგადოების განწყობა, რას ფიქრობენ ისინი რუსეთზე, იმ საფრთხეებზე, რასაც ჰქვია აფხაზეთის რუსეთში მთლიანად ინტეგრაცია. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო პროცესი მიდის და ეს არის ყურადღება მისაქცევი. ის რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს ყველა ამ ფაქტზე, ორი აზრი არ არის. აბსოლუტურად წარმოუდგენელი კომენტარები მოვისმინე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „რა აზრი აქვს რაღაცის ლაპარაკს, ამით მაინც არაფერი შეიცვლება“,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ასეთ ფაქტზე ყველა შესაძლო ტრიბუნიდან უნდა იყოს რეაგირება.

„ფიზიკურად ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ იმისთვის არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები, რომ მხოლოდ ფორმალურად მიმართვები კი არ ვაგზავნოთ, არამედ მოვითხოვოთ, რომ იქნეს შესაბამისი რეზოლუციები მიღებული ნებისმიერ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. უნდა შევიტანოთ რეზოლუციები ევროპარლამენტში იქნება ეს, თუ სხვა სტრუქტურებში. საბოლოო ჯამში, ეს ისტორია იკერება და როდესაც დადგება მომენტი იქნება დიდი "ქეისი". დღეს ჩვენი ხელისუფლება როგორც იქცევა, მთელი ეს დრამატული ისტორია ერთ პატარა ტომში შეიძლება ჩაეტიოს. ამ დროს, ყველა ფაქტზე უნდა იყოს რეაგირება, ყველა შესაძლო ტრიბუნიდან. ეს ყველაფერი იქ უნდა იყოს ასახული და იმპერიის დიდი დანაშაულის ისტორია უნდა იკერებოდეს. ეს ისტორია არ იკერება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას სისუსტედ თვლის.

„ეს არ არის ის ქვეყანა, რომ ლოიალობა დაგიფასოს და თქვას, რომ „უი, ესენი რა კარგი ბიჭები ყოფილან, ლოიალურად იქცევიან“ და მოგვეფერონ. რუსეთი ჩვენი ხელისუფლების ამ ქმედებას თვლის სისუსტედ და კიდევ უფრო მაგრად აწვება და კიდევ უფრო მეტს ითხოვს. ეს ის შემთხვევაა მელაზე და ჩიტზე - "ერთი ბარტყი გადმომიგდეო" და რომ გადაუგდებ ბარტყს, ამით არ კმაყოფილდება. პირიქით, თვლის, რომ გეშინია და გეუბნება: „კიდევ გადმომიგდე“ და საბოლოო ჯამში, გტოვებს ისე. ეს არის იმპერიული ბუნება და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება თანახმაა, რომ ეს თამაში ითამაშოს, რამაც ქვეყანა საბოლოო ჯამში, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2025
კომპანია „ჩირინა“ განცხადებას ავრცელებს
კოლიერსი საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა