საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან - აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან ტიტები და სანთლები მიაქვთ
-192 წუთის წინ
08.04.2025 / 22:19

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სალომე სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სიკეთე გაუკეთოს ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის პარტიის დაშლის მანიფესტი

თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რაიმე სიკეთე გაუკეთოს ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი. ეს არის ერთადერთი სიკეთე, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 წლის განმავლობაში ბოროტების, ზიზღის, წამების და ადამიანის ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის.

„20 წელია ემტერებიან საქართველოს, შექმნილი აქვთ 20-წელია ანტი-ქართული პლატფორმა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამატებით ჰქონდათ სახელისუფლო ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბერკეტებით, ახლა არიან ოპოზიციაში და ძალადობენ სიტყვიერად და სხვა მეთოდებით, რაც მათ აქვთ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წლის იუბილეს - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთადერთი რაც ამ პარტიამ მოუტანა საქართველოს, ყოფილი პრეზიდენტის, ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბიძამ განაცხადა - ეს არის დაყოფა, ერთმანეთთან დატაკებული საზოგადოებები და ა.შ. ეს არის პარტია, რომლის დნმ კოდში დევს ზიზღი, ბოღმა, კრიმინალი, ადამიანების წამება და ანტი-ქართული პოლიტიკის გატარება. პრობლემა არის მათში და ამ პრობლემას გადაწყვეტა არ აქვს, ერთადერთი, რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ სიკეთე ქვეყნისთვის - შექმნან მანიფესტი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შესახებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ 5%-თან და ზოგიერთი აწევასაც ითხოვს.

„პოლონეთში ჩატარდა არჩევნები 5%-იანი ბარიერით პარტიებისთვის და ამ 5%-იანი ბარიერის ფარგლებში 5-მა პარტიამ გადალახა და ხელისუფლებაც კი, შეიცვალა, ამიტომ მოემზადონ არჩევნებისთვის. გადამწყვეტი არის ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო 11 წლის განმავლობაში, რაც არის ეს, კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს, რომ რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ანტი-ქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა ოპოზიციურ პარტიებს ვეღარ ვხვდები, როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს - ეს არის აქსიომა და ელემენტარული ჭეშმარიტება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ