ლოიდ ოსტინი უკრაინას ეწვია

ლოიდ ოსტინი უკრაინას ეწვია

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ახლახან ჩავედი კიევში უკრაინის ლიდერებთან შესახვედრად”, - დაწერა ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ის კიევს მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად ეწვია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარეს დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც ახლა, ასევე მომავალში.