საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პაატა ბურჭულაძე - დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს
-233 წუთის წინ
09.04.2025 / 00:32

პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და,

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გერმანიის ელჩმა  დასავლეთ საქართველოში  გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 14-15 ნოემბერს ქართული მედიის წარმომადგენლების ჯგუფთან ერთად დასავლეთ საქართველოში განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტს ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას თან ახლდნენ საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის გუნდისა და ორი განმახორციელებელი ორგანიზაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები.

„ბათუმისკენ მიმავალ გზაზე პირველი გაჩერება იყო ზესტაფონის ქვესადგური, რომლის რეაბილიტაცია ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის მიწოდებაში. ეს გერმანიის მხარდაჭერის მხოლოდ ერთი მაგალითია, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადაცემის მხარდასაჭერად დაახლოებით 135 მილიონი ევრო იქნა გამოყენებული. KfW-ს მეშვეობით განხორციელდა 470 კილომეტრის სიგრძის ახალი გადამცემი ხაზების გაყვანა ან ძველის რეაბილიტაცია, რამაც საქართველოს ელექტროქსელებთან დაკავშირების საშუალება მისცა მცირე ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 400 მეგავატზე მეტია.

ბათუმში განხილვის თემები იყო მდგრადი ურბანული განვითარება და ურბანული მობილობის გაუმჯობესება. დელეგაცია ასევე გაეცნო ბათუმში ველოსიპედებით გადაადგილების გენერალურ გეგმას, ველოსიპედების გაქირავების სისტემას და კონცეფციას ფეხით მოსიარულეთათვის.

გარდა ამისა, ბათუმისა და თბილისის ავტობუსის მძღოლებმა გაიარეს ტრენერების კურსები ენერგოეფექტური და უსაფრთხო მართვისა და ასევე მგზავრებთან კომუნიკაციის თემებზე. მხოლოდ 2022 წელს ჩატარებული ტრენინგებისას მათ უკვე გადასცეს თავიანთი ცოდნა სატრანსპორტო კომპანიების თითქმის 2000 ავტობუსის მძღოლს.

ურბანული განვითარება ასევე მოიცავს ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტს. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და წყალმომარაგების სხვა ობიექტების განახლებით, ქალაქის მოსახლეობას აქვს სუფთა სასმელი წყალი და მოქმედი კანალიზაციის სისტემა. ამით 2011 წლიდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში 200 000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით. სხვა მიზეზებთან ერთად ამ ფაქტორით გამოწვეულმა ტურისტების რაოდენობის საგრძნობმა ზრდამ ბათუმში ხელი შეუწყო ადგილობრივად 60 000 სამუშაო ადგილის შექმნას.

ვიზიტის დასასრულს ბათუმის ქალაქის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIZ-თან ე.წ. „ურბანული ლაბორატორიის“ შესაქმნელად, სადაც ბათუმელებთან ერთად შემუშავდება და გამოცდას გაივლის სხვადასხვა პროექტი უფრო ლამაზი და მწვანე ბათუმისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ