იუდეველები „სიმხათ თორას" დღესასწაულობენ

იუდეველები „სიმხათ თორას" დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდევლებს „სიმხათ თორას" დღესასწაულს ულოცავს.

„7-8 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას" აღნიშნავენ.

„სიმხათ თორა"- „თორით გამოწვეული სიხარული"- თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, წარმატებებსა და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.