ფილარმონიის მიმდებარედ ხე წაიქცა და ადამიანს დაეცა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ ხე წაიქცა და მამაკაცი მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
ფოტო: „რადიო თავისუფლება“.

























