თბილისში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოები ზაჰესში, შოთაძის ქუჩის ნაწილზე და ჩიხებში მიმდინარეობს, სადაც გზის საფარი აქამდე არ არსებობდა.
„სამუშაოების შედეგად დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტისთვის დაახლოებით, 203 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























