საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

ლატვიის იუსტიციის სამინისტროში საქართველოს და ლატვიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, ინეს ლიბინა-ეგნერთან, განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.