ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი დაიღუპა

ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი დაიღუპა

თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი კი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს ცეცხლმოკიდებული მანქანა დახვდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.