საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ნიკა გვარამია - ვუახლოვდებით პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ
-35 წუთის წინ
09.04.2025 / 01:38

ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ჯიმ ო’ბრაიენი - გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველო დგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ აკრძალული საქონლის რუსეთში გადაზიდვა, მაგრამ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან

ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, იმედის მომცემია, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. ამისთვის ბევრი დახმარების გაწევა ხდება, მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან. საკითხი ახლა არის ის, რომ მოხდეს წინსვლა და მკაფიო შეფასება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ამის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა:

„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ