ეკონომიკის სამინისტრო უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

„აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.