„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები „პრაიდ ფესტივალის“ მონაწილეებს სთხოვენ ლისის ტბაზე არ მივიდნენ

მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ! - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია „ფეისბუქზე“ წერს.
მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა.
„მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, - წერს მარიამ კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

























