თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხებაა

თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხებაა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზია.

„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი აქვს. ამიტომ, ორ მეტროსადგურზე- „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა ფშაველა“ მგზავრთა მიღება დროებით შეზღუდულია. მატარებლები მხოლოდ "დელისამდე" მოძრაობენ“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ჯერჯერობით, უცნობია, დაზუსტებით რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა სრულად.