რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  “მარცვლეულის დერეფნის” შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  “მარცვლეულის დერეფნის” შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, “მარცვლეულის შეთანხმება” კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

“ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერის და ჩვენი უკრაინელი მეგობრების წვლილის მეშვეობით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ “მარცვლეულის დერეფნის” შესახებ შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდეს”, - განაცხადა ერდოღანმა.

მან არ დააკონკრეტა ითვალისწინებს თუ არა შეთანხმების გახანგრძლივება იმ ცვლილებებს, რომლებსაც რუსეთი მოითხოვდა, კერძოდ სანქციების ნაწილის მოხსნას.

ცნობისთვის, გახანგრძლივების გარეშე შეთანხმებას ვადა 18 მაისს ავტომატურად ეწურებოდა.